თავში

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში მივიდა

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში მივიდა
ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში მივიდა

"ნაციონალური მოძრაობა" "ძალა ერთობაშია - გაერთიანებული ოპოზიციის" წევრები პარლამენტში შევიდნენ. 

32-კაციანი ფრაქციიდან სხდომათა დარბაზში სიტყვით "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე - ნიკა მელია გამოვა.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მედიასთან აღნიშნეს, რომ სხდომათა დარბაზში შევლენ და საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთვებიან. 

როგორც მელია აღნიშნავს, პარტიის გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

„გაიგებთ ყველაფერს, მოგვიანებით გავაკეთებ განცხადებას. "ქართული ოცნება" გაიგებს ყველაფერს დღეს, ხვალ, ზეგ და უახლოეს დღეებში. ძალიან ამომწურავად ვისაუბრებ, ყველაფერს გაიგებთ. მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს“,-აღნიშნავს მელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system