თავში

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება - კალაძე

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება - კალაძე
ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება - კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, იმის შესახებ, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაა.

კახა კალაძის განცხადებით, პოლიტიკური კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს  და უნდა იზრუნოს, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეს.

„ვის აქვს კრიზისი? კრიზისი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და უნდა იზრუნონ, რომ კრიზისიდან გამოვიდნენ. მე მგონია, ეს წლები ძალიან კარგი გაკვეთილი უნდა იყოს, თუ როგორ იმოქმედონ მომავალში. რადგანაც დესტრუქცია, მუდამ არეულობის მცდელობა, აზიანებს მათ. აზიანებს ქვეყანასაც, თუმცა, პირველ რიგში, ხდება მათი პარტიის მარგინალიზაცია. შესაბამისად, ამ პარტიის ლიდერებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, თუ როგორ იმოქმედონ. დღემდე მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები ყოველთვის მარცხისთვის იყო განწირული. თუ ასეთი მიდგომები გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე და სასჯელი უნდა მოიხადოს.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, შევეგუოთ ერთ რამეს, რომ ის არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებთან მიმართებაში. მას მოუწევს ციხეში ჯდომა. მიმდინარეობს სხვა საქმეების გამოძიება და დაველოდოთ, რას გადაწყვეტენ შესაბამისი ორგანოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system