თავში

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება - უდუმაშვილი

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილე
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება  - უდუმაშვილი

ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და მას მოსამართლესთან არანაირი კავშირი არ ექნება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რითიც ნიკა მელიას სასამართლო პროცესი შეაფასა. 

უდუმაშვილის თქმით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება აჩვენებს, ხელისუფლების მზაობას არსებული კრიზისის დასაძლევად. 

"დატოვებენ ნიკა მელიას პატიმრობაში თუ გაათავისუფლებენ სასამართლო დარბაზიდან, ორივე შემთხვევაში ეს იქნება სიგნალი არამხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის იმის შესახებ, აპირებს თუ არა ხელისუფლება ჩვენთან ერთად რეალურად დაძლიოს ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი", - განაცხადა უდუმაშვილმა. 

ცნობისთვის, ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის არსებითი განცხილვა მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system