თავში

ნებისმიერი ახალი ხელისუფლება ანგრევდა მისი წინამორბედის დატოვებულს - გიორგი გახარია

ნებისმიერი ახალი ხელისუფლება ანგრევდა მის
ნებისმიერი ახალი ხელისუფლება ანგრევდა მისი წინამორბედის დატოვებულს - გიორგი გახარია

"ნებისმიერი ჩვენი ახალი ხელისუფლება, პირველი რასაც აკეთებდა, დაბეჯითებით ანგრევდა მისი წინამორბედის დატოვებულ შთამომავლობას.იმისდა მიუხედავად, რამდენად გონივრული, ან კარგი იყო ეს შთამომავლობა", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის "საქართველოსთვის" პრეზენტაციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ეს იყო ქვეყნის ერთ ადგილზე დგომის ძირითადი მიზეზი. 

"ჩავთვალოთ, რომ ჩვენ, ყველანი ვაშენებთ სახლს, ჩავთვალოთ, რომ თითოეული ხელისუფლების ვალდებულებაა, ერთი სართული მაინც დააშენოს ჩვენი წინაპრების დატოვებულ ფუნდამენტს. ამ შემთხვევაში, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ახალი ხელისუფლება, ყველანაირი გონივრულობის ფარგლების მიღმა, როდესაც იწყებს ნგრევას წინამორბედის დატოვებული შთამომავლობის, რა თქმა უნდა, ქვეყანას განვითარების პერსპექტივას უსპობს. ჩვენ იმის ტყვეობაში ვრჩებით, რომ უნდა ვიცხოვროთ მხოლოდ ერთსართულიან ქვეყანაში, ცათამბრჯენების ეპოქაში", - თქვა გიორგი გახარიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system