თავში

ნიკა გვარამია "ნაციონალურ მოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს" დებატებში იწვევს

ნიკა გვარამია "ნაციონალურ მოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს" დებატებში იწვევს
ნიკა გვარამია ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს დებატებში იწვევს

მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს დებატებში იწვევს.

"მინდა ეთერში სადებატოდ მოვიწვიო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement და ევროპული საქართველო. თემა: რ2ის ეთერში გაკეთებული დავით ბაქრაძის განცხადება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პრემიერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით და ამას მოყოლილი რეაქციები ორივე პარტიის წევრების და მომხრეების მხრიდან.

იმედს ვიტოვებ, დებატები შედგება. არგუმენტი, რომ შექმნილ ვითარებაში ოპოზიციური პარტიების დაპირისპირება არამიზანშეწონილია, არ მიმაჩნია ვალიდურად. დაპირისპირება უკვე მიმდინარეობს და დებატები, ჩემი აზრით, უფრო მეტ სიცხადეს შესძენს ვითარებას. ეთერი ბოლობოლო იმაზე შეთანხმებით მაინც დასრულდება, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ და საკუთარ აზრზე დარჩნენ."- წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა: "სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერ-მინისტრად,"

მისივე თქმით, კოალიციური ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი, სადაც იქნება შესაძლებელი, რაც შეიძლება მეტი პარტიის ჩართვა და შესაბამისად მასში იქნებიან ისეთი ფიგურები, ვისთან ერთად მუშაობასაც შეძლებენ განსხვავებული პარტიების წარმომადგენლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system