თავში

ნიკა მელია ადვოკატებმა მოინახულეს

ნიკა მელია ადვოკატებმა მოინახულეს
ნიკა მელია ადვოკატებმა მოინახულეს

ნიკა მელია რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12-ე დაწესებულებაშია გადაყვანილი. დაკავების შემდეგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან, ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი, უკვე პენიტენციურ დაწესებულებაში. 

დაკავებულ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს უკვე შეხვდნენ მისი ადვოკატები. როგორც გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, ნიკა მელია ბედნიერია იმით, რომ ოფისში შეკრებილებმა სიმშვიდე შეინარჩუნეს და სპეცრაზმს ძალადობის გარეშე დახვდნენ. 

"იგი არის ძალიან ბედნიერი იმით, რომ უამრავმა ადამიანი, რომელიც უსამართლობას აპროტესტებდა ოფისში, აბსოლუტურად მშვიდად და ძალადობის გარეშე დახვდა სპეცრაზმს, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ ადამიანებმა დაზიანებები არ მიიღეს. ჩვენ სამართლებრივ ბრძოლას ვაგრძელებთ. როდესაც დაიწყება საქმის განხილვა, თავიდან ბოლომდე ნათელს მოვფენთ, რომ ეს საქმე არის შეკერილი და პოლიტიკურად მოტივირებული,"- განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system