თავში

ნიკა მელია ახლა ქუჩაში უნდა დაბოდიალობდეს - მეგრელიშვილი

ნიკა მელია ახლა ქუჩაში უნდა დაბოდიალობდეს - მეგრელიშვილი
ნიკა მელია ახლა ქუჩაში უნდა დაბოდიალობდეს - მეგრელიშვილი

შარლ მიშელის შეთანხმების არსი მდგომარეობდა იმაში, რომ კრიზისი არ ყოფილიყო დამოკიდებული ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მეგრელიშვილის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ნიკა მელიას ევროკავშირის დახმარება მიეღო, გვამუნათებს იმ ხალხს, რომლებიც მხარს ვუჭერთ ამნისტიას, რომელიც მხოლოდ ნიკა მელიასთვის არის მოფიქრებული. 

"რაც არ უნდა გადაეწყვიტა ნიკა მელიას, კრიზისი მაინც უნდა დასრულებულიყო და დასრულების გარანტირებული ფორმა იყო ამნისტია, რომელიც ავტომატურად აძლევდა ნიკა მელიას გარეთ გამოსვლის საშუალებას მიუხედავად მისი გადაწყვეტილებისა, მაგრამ ნიკა მელიამ და "ნაციონალურმა მოძრაობამ", ნაცვლად იმისა, რომ ეს დახმარება მიეღო, უარი გამოაცხადა არა მარტო ევროკავშირის გარანტიით გამოსვლაზე 72 საათში, ანუ ფაქტობრივად ახლა ნიკა მელია ქუჩაში უნდა დაბოდიალობდეს, არამედ გვამუნათებს იმ ხალხს, ვინც ვაპირებთ ამ შეთანხმების შესრულების მიზნით მხარი დავუჭიროთ ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ნიკა მელიასთვის არის მოფიქრებული. არანაირი პოლიციელისთვის, სხვა ადამიანისთვის, არამედ კონკრეტულად ნიკა მელიასთვის. აქედან გამომდინარე ნებისმიერი სხვა გზა, რაც "ლელოს" ინიციატივა იქნება თუ სხვა, სინამდვილეში არაფრით არ განსხვავდება უკვე მისთვის შეთავაზებული დახმარების ვერსიებისგან",- განაცხადა მეგრელიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system