თავში

ნიკა მელია პარლამენტში მივიდა

ნიკა მელია პარლამენტში მივიდა
ნიკა მელია პარლამენტში მივიდა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია პარლამენტში მივიდა. 

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ის დღევანდელ საკანონმდებლო სხდომას  და  საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას დაესწრება.

დეპუტატები უმრავლესობის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე  მსჯელობას რამდენიმე წუთში დაიწყებენ.

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება ეკრძალება.

ეს შეზღუდვა მის საპარლამენტო საქმიანობასაც შეეხო. დეპუტატზე ელექტრონული მონიტორინგია დაწესებული და ის შესაბამის სამაჯურს ატარებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system