თავში

ნიკა მელია ამომრჩევლებს აქტივობისკენ მოუწოდებს

ნიკა მელია ამომრჩევლებს აქტივობისკენ მოუწოდებს
ნიკა მელია ამომრჩევლებს აქტივობისკენ მოუწოდებს

გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად იმარჯვებს.

 მელიამ აღნიშნა, ახლა მთავარია, დარჩენილ საათში მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ საკუთარი არჩევანი არ გაუკეთებიათ, საარჩევნო უბნებზე მივიდნენ და მათთვის სასურველ კანდიდატებს ხმა მისცენ. 

"ვხედავთ, მთელი დღის განმავლობაში რა უპრეცედენტო მობილიზაციაა ამომრჩევლის. ამას ყველაზე კარგად ხედავს "ქართული ოცნება" მაგრამ ვერაფერს აკეთებს, ახლა უნდა მოვბილიზდეთ არა რომელიმე მერობის კანდიდატების ცალკე აღებული, ან პოლიტიკური პარტიების გასამარჯვებლად, არა, ეს არ არის არჩევნები ვინმეს დასამარცხებლად. თქვენ უნდა გაიმარჯვოთ, ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ვიმარჯვებთ. ახლა მთავარია დარჩენილ 4 საათში მივიდეთ არჩევნებზე და მივიღოთ მონაწილეობა თანამედროვე ისტორიის უმნიშვნელოვანესი პროცესის ბოლომდე მიყვანაში", -განაცხადა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system