თავში

ნიკა მელია ვერ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი თბილისის მერობაზე - ვაშაძე

ნიკა მელია ვერ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი თბილისის მერობაზე - ვაშაძე
ნიკა მელია ვერ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი თბილისის მერობაზე - ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ნიკა მელია თბილისის მერობაზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ვერ იქნება. როგორც ვაშაძემ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს მისი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა არ ექნება.

"ის ვერ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, ის არის "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი. ამიტომ დიდი ალბათობით, გადაწყვეტილად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს და მე შევეცდები, რომ სხვაგან ვეძიო კანდიდატები, რომელიც საინტერესო იქნება თბილისისთვის. აქ პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემზე არაა საუბარი, ყველაზე ნაკლებად ჩემზე ვფიქრობ. მე უფრო მინდა ვითამაშო როლი, რომ გადავწიო ჩემი პერსონალური ამბიცია," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system