თავში

ნიკა მელიას გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია დანარჩენ საკითხებზე უარს იტყვის - უდუმაშვილი

ნიკა მელიას გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია დანარჩენ საკითხებზე უარს იტყვის - უდუმაშვილი
ნიკა მელიას გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია დანარჩენ საკითხებზე უარს იტყვის - უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია სხვა საკითხებზე უარს იტყვის. 

,,ნიკა მელიას ხვალინდელი პროცესი იქნება კიდევ ერთი გზავნილი, არის თუ არა „ქართული ოცნება“ მზად, რომ რეალურად დავძლიოთ პოლიტიკური კრიზისი. 

ნიკა მელიას გათავისუფლება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია დანარჩენ საკითხებზე უარს იტყვის, აქ არის კიდევ გიორგი რურუას საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი და ვადამდელი არჩევნები“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, ხვალ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system