თავში

ნინო ბურჯანაძე: ოპოზიციის გეგმა არის ძალიან საინტერესო

ნინო ბურჯანაძე: ოპოზიციის გეგმა არის ძალიან საინტერესო
ნინო ბურჯანაძე: ოპოზიციის გეგმა არის ძალიან საინტერესო

,,გეგმა არის ძალიან საინტერესო, იმ თვალსაზრისით, რომ სწორი, აწონ-დაწონილი გეგმაა და აგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ მოიპოვოს ხელახალი არჩევნები", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის შეკრების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების ლიდერების გეგმა რუსთაველის გამზირზე გაჟღერდება.

,,მინდა დარწმუნებული იყოს მოსახლეობა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ცივილიზებული პროტესტის ფორმით გავაგრძელოთ ბრძოლა, მათი ხმების დასაცავად და არჩევანის დასაბრუნებლად. მათ შორის, დაუმორჩილებლობაც არის მშვიდობიანი ბრძოლის მეთოდი, ასე იყო მთელ მსოფლიოში და ესეა ახლაც. ოპოზიცია ერთიანი ვართ. იმაში, რომ ვკამაობთ და ვდაობთ, მგონი, გასაკვირი არაფერი არაა. ბუნებრივია, ყველა ვღელავთ, გვინდა, რომ საუკეთესო შედეგი მივიღოთ, ბუნებრივია, ჯანსაღი კამათი არის. აქ გასაკვირი არაფერია. უაზრობა და უპასუხისმგებლობა იქნებოდა ყველა ჩუმად რომ ვიყოთ და ციდან ჩამოგდებულს რომ ველოდოთ. ოპოზიცია არის ერთიანი. კვლავ დაფიქსირდა, რომ არავინ აპირებს პარლამენტში შესვლას და მის ლეგიტიმურად ცნობას. ყველა ვეძებთ იმ გზებს, რომელიც მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად მოგვაპოვებინებს განმეორებით არჩევნებს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system