თავში

ნიკა მელიას საკითხის გადაწყვეტა 2-3 თვის თემაა - ირაკლი ოქრუაშვილი

ნიკა მელიას საკითხის გადაწყვეტა 2-3 თვის თემაა - ირაკლი ოქრუაშვილი
ნიკა მელიას საკითხის გადაწყვეტა 2-3 თვის თემაა - ირაკლი ოქრუაშვილი

პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საკითხი, მაქსიმუმ სამ თვეში გადაწყდება.

"მიმაჩნია, რომ ეს არის მაქსიმუმ 2-3 თვის თემა, თვითონვე მოუწევთ. მოსამართლეს დღესაც შეეძლო ეთქვა, შეექმნა დამოუკიდებლობის იმიტაცია და ეთქვა, რომ მე არ მიმაჩნია მისი პატიმრობაში დატოვება მიზანშეწონილად და აღარ არის ამის აუცილებლობა, ისე როგორც პროკურორს შეეძლო ეთქვა, რომ გავიდა ის ორთვიანი ვადა და ამიტომ გამოვუშვათ... მთელი ამ ორი თვის განმავლობაში რასაც ამტკიცებდნენ, რომ შეეძლო ნიკა მელიას დამატებით გირაოს გადახდა, დღეს აღმოჩნდა, რომ ყოფილა ტყუილი", - განაცხადა "მთავარი არხის" ეთერში ირაკლი ოქრუაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system