თავში

"დამოუკიდებელი დეპუტატების" განცხადება საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელზე

"დამოუკიდებელი დეპუტატების" განცხადება საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელზე
დამოუკიდებელი დეპუტატების განცხადება საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელზე

საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები" განცხადებას ავრცელებენ.  როგორც დეპუტატები აღნიშნავენ, ისინი მზად არიან დაუჭირონ მხარი ნებისმიერი სამართლებრივ ინიციატივას თუმცა 'გერმანულ მოდელთან' დაკავშირებით ისინი დაელოდებიან ვენეციის კომისიის დასკვნას. 

"ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ დღესაც მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ სამართლებრივ ინიციატივას, რომელიც შეამცირებს პოლიტიკური პოლარიზაციის რისკებს და გაზრდის საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ პლურალიზმს.

საარჩევნო სისტემის ე. წ. „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით იკვეთება არაერთი სამართლებრივი შეკითხვა და ფიქსირდება ურთიერთგამომრიცხველი პოზიციები თავად კონსტიტუციონალისტებს შორის. საინტერესოა ეუთო-სა და ვენეციის კომისიის მოსაზრებები აღნიშნულ მოდელთან დაკავშირებით.

ჩვენი ფრაქციის საბოლოო გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის „გერმანულ მოდელთან“ ან მის სხვა ადაპტირებულ ვერსიასთან დაკავშირებით დიდად იქნება დამოკიდებული ეუთო-სა და ვენეციის კომისიის დასკვნებზე.

ამასთან, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ვგეგმავთ დამატებითი კონსულტაციების გამართვას საპარლამენტო ფრაქციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, კონსტიტუციონალისტებთან და საარჩევნო სისტემის ექსპერტებთან,"-ნათქვამია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system