თავში

ნუ გვახრჩობთ - ანა დოლიძემ საკრებულოსთან ყულფი მიიტანა

ნუ გვახრჩობთ - ანა დოლიძემ საკრებულოსთან ყულფი მიიტანა
ნუ გვახრჩობთ - ანა დოლიძემ საკრებულოსთან ყულფი მიიტანა

საკრებულოს სხდომის პარალელურად, სადაც თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს, საპროტესტო აქცია გაიმართა.

პარტიამ "ანა დოლიძე ხალხისთვის" აქცია-პერფორმანსი გამართა. მან საკრებულოს შენობის წინ აქციაზე ტრანსპორტის ახალი ტარიფები გააპროტესტა და სიმბოლურად ყულფი მიიტანა.

"ნუ გვახჩობთ! ყულფის ღირსი ხართ. რასაც ქვეყანას უკეთებთ, ეს არის დახჩობა. ოჯახები და ბავშვები გვყავს. მგზავრობისას 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარის ჯიბიდან ამოღება დახჩობაა",- თქვა დოლიძემ.

ადგილზე ანა დოლიძესა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.

ანა დოლიძემ მის მხარდამჭერებთან ერთად საკრებულოში შესვლა სცადა, რისი უფლებაც მას სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ხმაურის ფონზე მიმდინარეობს საკრებულოს შენობაში დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვაც. საკრებულომ თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია დოკუმენტის პარამეტრებს იწუნებს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადასახადის ცვლილებას აპროტესტებს.

პარალელურად აქცია იმართება შენობის გარეთ. პარტია "ანა დოლიძე ხალხისთვის" აქცია-პერფორმანსს მართავს. ადგილზე ანა დოლიძესა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ანა დოლიძემ მის მხარდამჭერებთან ერთად საკრებულოში შესვლა სცადა, რისი უფლებაც მას სამართალდამცავებმა არ მისცეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system