თავში

პარლამენტში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

პარლამენტში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
პარლამენტში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

ამ წუთებში, საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ. 

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება წინასაარჩევნო პერიოდსა და საარჩევნო სისტემას.

,,არის ისეთი საკითხები, რომელიც მედიისთვის საერთოდ არ იყოს ცნობილი, საორგანიზაციო საკითხები იქნება ერთ-ერთი განსახილველი საკითხი. იქნება წინასაარჩევნო პერიოდზე, კონკრეტულ თემებზე საუბარი. საარჩევნო სისტემაც იქნება ერთ-ერთი თემა, ე.წ. მეხუთე რაუნდის წინ საერთო აზრი უნდა ვიცოდეთ უმრავლესობის. ასევე, ვისაუბრებთ საგაზაფხულო სესიაზე დაგეგმილ კანონპროექტებზე. მთავარი თემა უმრავლესობის სხდომის ნამდვილად არ არის საარეჩევნო თემატიკაზე რაღაცის გადახედვა და ახლის შეთავაზება. ეს არავის უთხრათ და თქვენით არ დაასკვნათ. სხდომის თემა რაღაცის გადახედვა არ იქნება, შეთავაზება გვაქვს, გარკვეული კომპრომისი მივიღეთ, გუნდის შიდა კონსესუსია. თუ ოპოზიცია ახალს იტყვის, კიდევ შევიკრიბებით. მაჟორიტარების საკითხია განსახილველი, რის გაკეთებს აპირებენ", - განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system