თავში

ოხანაშვილი: ქვები მათთან არის ასოცირებული და მათკენ მოიკითხონ

ოხანაშვილი: ქვები მათთან არის ასოცირებული და მათკენ მოიკითხონ
ოხანაშვილი: ქვები მათთან არის ასოცირებული და მათკენ მოიკითხონ

კარგად გვახსოვს, ქვებით „ქართულ ოცნებას“ 2012 წელს როგორ გაუსწორდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ქვა, ნამგალი და ურო „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშნებია.

" შესაბამისმა უწყებებმა უნდა გააკრვიონ რა მოხდა,  თუმცა კარგად გვახსოვს, ქვებით „ქართულ ოცნებას“ 2012 წელს როგორ გაუსწორდნენ. ქვა, ნამგალი და ურო „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშნებია. ქვები მათთან არის ასოცირებული და მათკენ მოიკითხონ. გახსოვთ, კარალეთში რა იკადრეს და რა გააკეთეს, როცა კახა კალაძესა და შეკრებილ ადამიანებს ქვებით გაუსწორდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ეს მათი ხელწერაა. თუ ვინმეს სურს, ქვეყანაში საარჩევნო პროცესები მშვიდობიანად წარიმართოს, ეს „ქართული ოცნების“ გუნდია. მმართველი გუნდის მხარდაჭერა 60 პროცენტის ფარგლებშია და მის არანაირ ინტერესში არ შევა დაძაბულობის შექმნა. სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო საარჩევნო რეფორმის განხორციელება და სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება. წარმოუდგენელია, „ქართულ ოცნებას“ დააბარალო ის, რასაც შენ აკეთებ," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system