თავში

ოხანაშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლებმა ჩართვა დაუბრკოლებლად შეძლონ

ოხანაშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლებმა ჩართვა დაუბრკოლებლად შეძლონ
ოხანაშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლებმა ჩართვა დაუბრკოლებლად შეძლონ

"მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლებმა ჩართვა დაუბრკოლებლად შეძლონ,"- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, დამკვირვებლები მაქსიმალურად ნაკლები ბარიერების საფუძველზე შეძლებენ ქვეყანაში ჩამოსვლას.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ მიეცეთ შესაძლებლობა, შეუფერხებლად ჩამოვიდნენ საქართველოში და მაქსიმალურად მეტი დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. ამისთვის, ჩვენი გუნდი ამუშავებს მთელ რიგ საკითხებს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ მაქსიმალურად ნაკლები ბარიერების საფუძველზე და, ამასთანავე, მათი ჯანმრთელობისთვის დამატებითი რისკების შექმნის გარეშე უზრუნველყოფილი იყოს დამკვირვებლების წარმოდგენა საქართველოში,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system