თავში

ოხანაშვილი: შაქარაშვილის საქმეზე პასუხგაუცემელი კითხვები არ უნდა დარჩეს

ოხანაშვილი: შაქარაშვილის საქმეზე პასუხგაუცემელი კითხვები არ უნდა დარჩეს
ოხანაშვილი: შაქარაშვილის საქმეზე პასუხგაუცემელი კითხვები არ უნდა დარჩეს

"ჩვენთვის თითოეული მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ძალიან ძვირფასია. შესაბამისად, ამ საქმემ და გამოძიებამ ოჯახის არც ერთი შეკითხვა არ უნდა დატოვოს პასუხგაუცემელი,"- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებული ინფორმაციით, გადაკვალიფიცირდა ქმედება და გამოძიება მიმდინარეობს განზრახ ჯგუფურად მკვლელობაზე, დამამძიმებელ გარემოებებში. 

"ჩემთვის უმთავრესია, რომ ოჯახს შეკითხვებზე არ დარჩეს პასუხი გაუცემელი. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, ბოლო დროს სამწუხარო ინტერპრეტაციებს, ძალიან ბინძურ და ცუდ განმარტებებს. როდესაც არ იცი საქმის დეტალები, არ შეიძლება, ისაუბრო ისე, რომ დამატებითი ტკივილი მიაყენო ახლობლებს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანო. მჯერა, რომ გამოძიება ყოველ მხრივ მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება. მთავარია, რომ ოჯახი ინფორმირებულია და მას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ოპერატიულად მიეწოდება. იმის გარანტი, რომ ოჯახმა შეკითხვებზე ამომწურავი პასუხი მიიღოს, არის საგამოძიებო ორგანო. გარდა ამისა, ყველა იმ მხარეს, ვინც იქ იყო, ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაცია. სამწუხაროა, რომ სხვადასხვა ჯგუფში გარკვეული სტერეოტიპული აზროვნება ჯერ კიდევ შემორჩენილია. ეს სტერეოტიპული აზროვნება, რომ გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდება თითქოს არასწორად აღიქმება ვიღაცის მხრიდან, უნდა დაინგრეს. ეს ბნელი აზროვნებაა,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, -აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system