თავში

ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს

ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს
ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს

ოკუპირებული ცხინვალიდან დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს. ოკუპანტებმა ის ცოტა ხნის წინ საქართველოს მიერ კონტროლირებად მხარეზე გადმოიყვანეს. 

ოსურმა მხარემ რამაზ ბეღელური ქართველ პოლიციელებს სოფელ ერგნეთში გადასცა. 

რამაზ ბეღელურმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ოჯახმა ჯარიმა ორჯერ გადაიხადა, თუმცა ამჯერად თანხა არ გადაახდევინეს.

ბეღელური საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თებერვლის დასაწყისში დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით.

36 წლის რამაზ ბეღელური გუგუტიაანთკარში სოფლის მეურნეობას ეწევა და მისი მიწის ერთი ნაკვეთი საოკუპაციო გამყოფი ხაზის მახლობლად მდებარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system