თავში

თურქეთში საქართველოს ელჩი და გენერალური კონსული სტამბოლის მერს შეხვდნენ

თურქეთში საქართველოს ელჩი და გენერალური კონსული სტამბოლის მერს შეხვდნენ
თურქეთში საქართველოს ელჩი და გენერალური კონსული სტამბოლის მერს შეხვდნენ

საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ინგა კიკვაძემ შეხვედრა გამართეს სტამბოლის მერთან, ექრემ იმამოღლუსთან, - ამის შესახებ report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ 2016 წელს თბილისსა და სტამბოლს შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმის გაფორმებას. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანასა და ქალაქებს შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობებს და აღინიშნა, რომ ხსენებული მემორანდუმი ხელს უწყობს ამ ურთიერთობების განვითარებას.

ამასთან, მხარეების მიერ დაისახა კონკრეტული ნაბიჯები, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით და იმედი გამოითქვა, რომ ორი ქვეყნის ქალაქებს შორის არსებული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. 

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული დაძმობილების შესახებ მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას, ადგილობრივი მმართველობის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, გამწვანების, ტრანსპორტის, ურბანული დაგეგმარების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ასევე, სპორტის სფეროებში. ხელს უწყობენ მდგრად და მშვიდობიან განვითარებასა და კულტურათა შორის დიალოგს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system