თავში

დავით ბაქრაძე საქართველოში აშშ-ს ახალი ელჩის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო

დავით ბაქრაძე საქართველოში აშშ-ს ახალი ელჩის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო
დავით ბაქრაძე საქართველოში აშშ-ს ახალი ელჩის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო

აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე დაესწრო საქართველოში აშშ-ს ახალი ელჩის კელი დეგნანის ფიცის დადების ცერემონიას, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა. ამის შესახებ report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით, ელჩმა კელი დეგნანს კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოში ელჩად დანიშვნა და წარმატება უსურვა მას მომავალ საქმიანობაში. 

ღონისძიებაზე კელი დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზაზე ისტორიულ პროგრესს მიაღწია. დეგნანის განცხადებით მისი როგორც ახალი ელჩის მიზანია საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, მათ შორის უსაფრთხოების, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების მიმართულებებით.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 13 იანვარს ელჩმა დავით ბაქრაძემ კელი დეგნანს უმასპინძლა ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რა დროსაც ელჩებმა მიმოიხილეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პრიორიტეტები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system