თავში

ზურაბ ჯაფარიძე: მონობა სხვა არაფერია

ზურაბ ჯაფარიძე: მონობა სხვა არაფერია
ზურაბ ჯაფარიძე: მონობა სხვა არაფერია

,,ადამიანების ნაწილს სჭირდება შემოსავლისთვის ქვეყნიდან გასვლა და ,,ოცნების" მთავრობა მათ არ უშვებს, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელი ქვეყნები გახსნილია მათ მისაღებად", - პოლიტიკური პარტია ,,გირჩის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე საზღვრების გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს. 

პოლიტიკოსის თქმით, ხშირად, ოჯახების ნაწილის ერთადერთი შემოსავალი დამოკიდებულია ქვეყანაში შემოსულ ტურისტებზე, ოჯახების ნაწილს კი შემოსავლის წყაროს მისაღებად ქვეყნიდან გასვლა სჭირდება. 

,,ადამიანების ნაწილის ერთადერთი შემოსავალი დამოკიდებულია ქვეყანაში შემოსულ ტურისტებზე, მაგრამ ,,ოცნების" მთავრობა მათ არ უშვებს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ქვეყნიდან გამოსვლის პრობლემა ამ პოტენციურ ტურისტებს აღარ აქვთ. მონობა სხვა არაფერია, რაღაც ჰიპოტეთური, საზოგადოებრივი სიკეთის მომტანი დიადი მიზნისკენ სწრაფვის გამო ადამიანებს ეკრძალებათ თავისუფალი გადაადგილება, შრომა, საკუთარი თავისა და ოჯახის შემოსავლით უზრუნველყოფა თან დღემდე არავინ ხსნის რას აკეთებს მთავრობა. გარდა იმისა, რომ უნდათ ჩვენი დამცირება, უნდათ, რომ შევეგუოთ მონურ მდგომარეობაში ყოფნას. უნდათ კიდევ ერთხელ დაგავრწმუნონ, რომ ეს არსით საბჭოთა ნაბიჭვრობა ნორმალურია - ისინი არიან პატრონები, რომლებსაც ჩვენზე ზრუნვის მოტივით აქვთ უფლება წაგვართვან თავისუფლება, წაგვართვან შემოსავალი, აგვიკრძალონ გადაადგილება, რადგან ჩვენ სულელები ვართ და საკუთარ თავს ვერ მივხედავთ და მერე, მოგვიგდონ 200-ლარიანი დახმარება, როგორც ღორს უდგებენ სალაფავს, ისიც თუ სწორად მოვიქცევით და საბუთებს წარვადგენთ იქ, სადაც საჭიროა. ბაგაში ვყავართ დაბმული და ხმის ამოღებაზე ჯარიმებით გვტენიან, თუ დაფიქრდებით ასეა. ეს საგიჟეთი უნდა დასრულდეს ოქტომბერში და არავის, არცერთ მთავრობას აღარ უნდა მივცეთ უფლება ასე მოგვექცეს, თუ ადამიანები გვქვია", - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system