თავში

ოპონენტებს მოვუწოდებთ ამომრჩევლებს ზურგი არ აქციონ - შალვა პაპუაშვილი

ოპონენტებს მოვუწოდებთ ამომრჩევლებს ზურგი არ აქციონ - შალვა პაპუაშვილი
ოპონენტებს მოვუწოდებთ ამომრჩევლებს ზურგი არ აქციონ - შალვა პაპუაშვილი

"ჩვენს ოპონენტებს მოვუწოდებთ, რომ მათ საკუთარ ამომრჩევლებს უარი არ უთხრან და ზურგი არ აქციონ", - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციამ უნდა მიიღოს ის მანდატები, რომელიც საკუთარმა ამომრჩეველმა გადასცა.

„ჩვენი წინადადება იგივეა, რაც ბოლო დღეებში მთელი საერთაშორისო თანამეგობრობიდან გვესმის. ვიხილეთ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროსაბჭოს პოზიცია. ყველა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ჩვენს ოპონენტებს მოვუწოდებთ, რომ მათ საკუთარ ამომრჩევლებს უარი არ უთხრან და ზურგი არ აქციონ. მიიღონ ის მანდატი, რომელიც საკუთარმა ამომრჩეველმა გადასცა",- განცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიის ლიდერები 2020 წლის საპარლამენტოს არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და მანდატებზე უარს ამბობენ. პარტიების ლიდერების განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი შედეგები რეალობას არ ასახავს და ის გაყალბებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system