თავში

ოპოზიცია პარლამენტში თუ არ შემოვა, 5%-იანი ბარიერი დარჩება - სუბარი

ოპოზიცია პარლამენტში თუ არ შემოვა, 5%-იანი ბარიერი დარჩება - სუბარი
ოპოზიცია პარლამენტში თუ არ შემოვა, 5%-იანი ბარიერი დარჩება - სუბარი

თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შემოვა, 5%-იანი ბარიერი დარჩება, მოგვწონს თუ არა, ასე დარჩება,  - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" ბარიერის დაწევა არ სურს და ოპოზიციური პარტიები ამას უნდა მიხვდნენ. 

"პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე შეიძლება ვიმსჯელოთ, იქნებ 1%, ბუნებრივი ბარიერი სჯობს. ამისთვის საჭიროა დიალოგი და პარლამენტში შემოსვლა. თუ პარლამენტში არ შემოვლენ, 5%-იანი ბარიერი დარჩება. მოგვწონს თუ არა, ასე დარჩება! ამიტომ კარგი იქნება, თუ პარლამენტში შემოვლენ. ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ბარიერის დაწევა არ სურს, რადგან ამით ისინი პოლიტიკური ველის მიღმა ყველა ოპოზიციურ პარტიას ტოვებენ და მხოლოდ თვითონ რჩებიან. ეს არის მათი სურვილი, მაგრამ ოპოზიციური პარტიები უნდა მიხვდნენ, რომ ეს არ ჯდება არც ქვეყნის და არც მათ ინტერესში", - განაცხადა სუბარმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system