თავში

ოპოზიცია 19 აპრილს რიყეზე შეიკრიბება

ოპოზიცია 19 აპრილს რიყეზე შეიკრიბება
ოპოზიცია 19 აპრილს რიყეზე შეიკრიბება

15 მაისს დაანონსებული მასშტაბურ აქციამდე 19 აპრილს ოპოზიცია რიყეზე შეიკრიბება. სწორედ აქ გახდება ცნობილი ის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური ძალები იმოქმედებენ. 

პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს იქნება საერთო შტაბის წარდგენა. შეკრებას ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი დაესწრება. 

"19 აპრილს, 15:00 საათზე დავგეგმეთ რიყეზე შეკრება, ეს იქნება არა დიდი აქცია, არამედ უფრო შტაბის წარმოდგენა, დიდი საერთო შტაბის. ყველა პარტიის წარმომადგენლები იქნებიან. 15 მაისისთვის განცხადებას გავაკეთებთ, რომ რაღაცნაირად ეს ერთგვარი პრელუდია იყოს, რათა ადამიანებს გავაგებინოთ ჩვენი გეგმის შესახებ", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system