თავში

ოპოზიცია ამ არალეგიტიმურ პარლამენტშიც შევა, თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება - ბოკერია

ოპოზიცია ამ არალეგიტიმურ პარლამენტშიც შევა,
ოპოზიცია ამ არალეგიტიმურ პარლამენტშიც შევა, თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება - ბოკერია

ოპოზიცია მზად ვართ ამ არალეგიტიმურ პარლამენტშიც შევიდეთ, ოღონდ მხოლოდ იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, მომზადდეს და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ოპოზიციას საკუთარი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული აქვს, მაგრამ საკვანძო საკითხებში კომპრომისი ვერ იქნება. 

"ყველა ცივილიზებული პარტნიორი მოუწოდებს ორივე მხარეს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას აქვს მთავარი პასუხისმგებლობა. ოპოზიციას თავისი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული აქვს, ოპოზიცია მზად ვართ ამ არალეგიტიმურ პარლამენტშიც  შევიდეთ, ოღონდ მხოლოდ იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, მომზადდეს და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ. კომპრომისი ვერ იქნება იმ საკითხზე, რომელიც მიგვაჩნია საკვანძოდ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. ვადამდელი, ნორმალური არჩევნების გარეშე, იქამდე პოლიტპატიმრების გათავისუფლების, სისტემის და ადმინისტრაციის ცვლილების გარეშე, ეს ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა", - განაცხადა ბოკერიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system