თავში

ოპოზიცია დემონსტრაციებს ყველა დიდ ქალაქში გამართავს

ოპოზიცია დემონსტრაციებს ყველა დიდ ქალაქში გამართავს
ოპოზიცია დემონსტრაციებს ყველა დიდ ქალაქში გამართავს

ოპოზიცია საპროტესტო ტალღას ბათუმიდან იწყებს. ნიკა მელიას განცხადებით სამშაბათს ბათუმში მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართება. ქუთაისსა და სხვა დიდ ქალაქებშიც კვირის განმავლობაში აქციები მოეწყობა, რაც კვირას, 7 ნოემბერს თბილისში დასრულდება. 

ნიკა მელიას თქმით, კვირის აქცია იქნება ყველაზე განსხვავებული წინა დემონსტრაციებისგან, თუმცა დეტალების გასაჯაროვება არ ისურვა. 

"ჩვენ ვაპირებთ სამშაბათს ბათუმში ჩასვლას, ჩვენს მეგობრებთან, რათა იქ ადგილზე ვიყოთ და გავაპროტესტოთ. ვიყოთ ქუთაისში და მომდევნო დღეებში სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვჭირდება სერიოზული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება. გვჭირდება სულ მცირე დრო იმისთვის, რომ პროტესტი, მასშტაბური აქცია, დემონსტრაცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს და გაიმართება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, კვირა დღეს, იყოს მასშტაბური, როგორც არასდროს, მაგრამ ეს აქცია, ეს დემონსტრაცია, რომელიც გაიმართება კვირა დღეს, განსხვავებული იქნება ყველა წინა დემონსტრაციებისა და შეკრებებისგან ბევრი თვალსაზრისით. ნება მომეცით, ამაზე მეტად დეტალებში ახლა არ შევიდეთ. 

რა თქმა უნდა, მასშტაბი იქნება იმაზე დიდი, ვიდრე ჩვენ ბოლოს 14 ოქტომბერს ვნახეთ, თუმცა შინაარსი და დატვირთვა იქნება განსხვავებული, ისეთი, როგორიც ამ სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება", - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system