თავში

ოპოზიცია ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრებს მართავს

ოპოზიცია ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრებს მართავს
ოპოზიცია ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრებს მართავს

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრებს მართავენ. პოლიტიკოსები დიპლომატიურმა უწყებამ მიიწვია. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ლელოს ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, საუბარი 2 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს და გამოვლენილ დარღვევებს ეხებოდა.

"ცხადია რომ უნდა ვიბრძოლოთ და საერთაშორისო მეგობრებს ვთხოვეთ, რომ ჩაერთონ ისინი, რომ არ დავუტოვოთ ის მოპარული ხმები, რომლებიც გამოვლინდა ყველა გახსნილ და გადათვლილ უბანზე.

ისინი აბსოლუტურად ინფორმირებულები არიან, ჩვენ დამატებითი ინფორმაციაც მივაწოდეთ ველოდებით მათგან ჩართულობას. ზედმიწევნით ადევნებენ თვალს ყველა საჩივარს, ყველა მოპყრობას, რომელსაც დგამს ცესკო, საოლქო კომისიები" - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრები გრძელდება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system