თავში

ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმშია, ყველაფერი მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული - ოხანაშვილი

ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმშია, ყველაფერი მათ
ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმშია, ყველაფერი მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული - ოხანაშვილი

ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ აცხადებენ, რომ საბოტაჟის რეჟიმში არიან, ეს არის ძალიან სამწუხარო, თუმცა, დემოკრატიის პროცესი  ითხოვს იმას, რომ ჩვენ ეს წესების დაცვით, კონსტიტუციის და რეგლამენტის შესაბამისად განვიხილოთ, -  ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვიმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, თუ ოპოზიციას დემოკრატიულ, ცივილურ პროცესში მონაწილეობის მიღება არ სურს და ამ პროცესის მიღმა გადის, მათ უფლებამოსილება უნდა შეუწყდეთ.

"თქვენ იცით, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ამ საკითხის განხილვა დაიწყო და მე ვისურვებდი, რომ ამ პროცესში ჩართული ყოფილიყვნენ ეს პირები, ვინც დაწერეს განცხადება და ითხოვენ უფლებამოსილების შეწყვეტას. ერთი მხრივ ეს ადამიანები ამბობენ, რომ ჩვენ საპარლამენტო ცხოვრების წესებს არ ვცემთ პატივს, არ ვცემთ პატივს ამომრჩევლებს, საინტერესოა, ასეთი საბოტაჟის რეჟიმი რამდენად წაადგება ჩვენს ქვეყანას, ამიტომ ვისურვებდი, რომ ეს დეპუტატები, რომლებიც არჩეულნი არიან მათი მხარდამჭერების მიერ, მოვიდნენ და მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა, იქ გამოჩნდებოდა მათ რა პოზიცია ექნებოდათ.

ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ საბოტაჟის რეჟიმში არიან, ეს არის ძალიან სამწუხარო, თუმცა, დემოკრატიის პროცესი და პრინციპები ითხოვს იმას, რომ ჩვენ ეს შესაბამისი წესების დაცვით, კონსტიტუციის და რეგლამენტის შესაბამისად განვიხილოთ. ამიტომ ჩვენ როცა დავიწყებთ ამ საკითხის განხილვას, ყველას ექნება საკუთარი პოზიცია. თუკი საუბარია იმაზე, რომ მათ არ სურთ ცივილურ, დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა და გადიან ამ პროცესის მიღმა, რა თქმა უნდა,  შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მათ პოზიციაზე, რას ამბობენ ისინი - აგრძელებენ საბოტაჟს და თუკი აგრძელებენ, მაშინ უნდა შეუწყდეთ უფლებამოსილება, მათი არჩევანია ეს, თუკი ეს ადამიანები საუბრობენ შემდგომ ცივილურ მოლაპარაკებებზე და ა.შ. ამის მიხედვით უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული",- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, პარლამენტი ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმების შესახებ განცხადებების განხილვას იწყებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system