თავში

ოპოზიციას კიდევ აქვს დრო გადაწყვეტილების მისაღებად - ხუნდაძე

ოპოზიციას კიდევ აქვს დრო გადაწყვეტილების მისაღებად - ხუნდაძე
ოპოზიციას კიდევ აქვს დრო გადაწყვეტილების მისაღებად - ხუნდაძე

ოპოზიციას კიდევ აქვს დრო, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩევლის დაკვეთა უნდა შეასრულოს და პარლამენტში უნდა იყოს, მუშა მდგომარეობაში.

"ჩემი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე, რამდენად შეასრულებენ საკუთარი ამომრჩევლის დაკვეთას და რამდენად არიან პასუხისმგებლები იმ გადაწყვეტილების, რომ საზოგადოებამ ისინი პარლამენტში ამ შემადგენლობით წარადგინა, ეს შემადგენლობა პარლამენტში უნდა იყოს მუშა პროცესში და არა ქუჩაში, გვერდიდან უპასუხისმგებლო განცხადებებით. მათ კიდევ აქვთ დრო, რომ გადაწყვეტილება მიიღონ. შესაბამისად, ჩემი პოზიციის ჩამოყალიბებისთვის კიდევ უფრო მეტი დრო მაქვს, ვიდრე მათ", - განაცხადა ხუნდაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system