თავში

ოპოზიციის ლიდერებს შუამავლები ინდივიდუალურად შეხვდებიან

ოპოზიციის ლიდერებს შუამავლები ინდივიდუალურად შეხვდებიან
ოპოზიციის ლიდერებს შუამავლები ინდივიდუალურად შეხვდებიან

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცერი და საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ინდივიდუალურად შეხვდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, შუამავლები პირველ შეხვედრას, დღეს, პარტია "ლელოსთან" 14:00 საათზე გამართავენ.

როგორც "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, ამ შეხვედრაზე ფასილიტატორებს პარტიის ხედვას გაუზიარებენ, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ კრიზისიდან.

"შეხვედრაზე ვართ მიწვეული და შესაბამისად იქ გაერკვევა საუბრის საგანი და შეხვედრის შინაარსი. ჩვენ  როდესაც ვხვდებით ჩვენ მეგობარ ელჩებს, ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმოადმგენლებს, ყოველთვის ვიყენებთ ამ შესაძლებლობას იმისათვის, რომ ჩვენი მოსაზრებები, ხედვა გავუზიაროთ შექმნილ ვითარებაზე - გამოსავალი ამ კრიზისიდან", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეხვედრის შესახებ ინფორმირებულები არიან სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც, თუმცა მათთვის შეხვედრის დრო და თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

"გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, შეხვედრის თემა სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან მიმდინარე მოვლენები იქნება.

"შეხვედრაც არის დაგეგმილი და ინფორმაციაც მაქვს ამის შესახებ. თემები რა იქნება არ ვიცი. სავარაუდოდ, კავშირში იქნება იმ მოლაპარაკების მაგიდასთან, რომელიც არსებობს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ამჯერად ფორმატი არის განსხვავებული და ინდივიდუალურად ხვდებიან პარტიებს", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system