თავში

ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება გახდება არეულობის შექმნის საფუძველი - ირაკლი კობახიძე

ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება გახდება არეულობის
ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება გახდება არეულობის შექმნის საფუძველი - ირაკლი კობახიძე

მმართველი გუნდი მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, საბოტაჟსა და არეულობას ელოდება. ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

წყალტუბოში, ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა, რომ თბილისში, გიგი უგულავას მერობა 2012 წლიდან 2014 წლის ჩათვლით იყო საბოტაჟი და მსგავსი  მმართველობის განმეორებას არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ელოდებიან.

"თუ თეორიულად დავუშვებთ იმის შანსს, რომ რომელიმე ოპოზიციური კანდიდატი მოიგებს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს, არის საფუძვლიანი მოლოდინი რომ ეს მათი მხრიდან გახდება გარკვეული არეულობის კერის შექმნის საფუძველი. 

თქვენ გახსოვთ, როდესაც გიგი უგულავა დარჩა თბილისის მერად 2012 წლის შემდეგ 2014 წლის ჩათვლით, აღარ აგებდა გზებს, აღარ უფრთხილდებოდა ინფრასტრუქტურას, იწვევდა საზოგადოების უკმაყოფილებას, ეს იყო ჩვეულებრივი საბოტაჟი და ის თანხები რაც უნდა ყოფილიყო მიმართული ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ, რეალურად მიემართა მათი პარტიული აქტივის დასაქმებისკენ. ეს იყო ტიპიური საბოტაჟი და ამის განმეორებას ველოდებით ჩვენ. სხვანაირად მათ მოქმედება არ შეუძლიათ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, იმ ხუთი თვითმმართველი ქალაქიდან, სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ორში - ქუთაისსა და ბათუმში, არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ოპოზიციური კანდიდატები ლიდერობენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system