თავში

ოპოზიციური პარტიები აშშ-ს სენატისა და საელჩოს წარმომადგენლებს ხვდებიან

ოპოზიციური პარტიები აშშ-ს სენატისა და საელჩოს წარმომადგენლებს ხვდებიან
ოპოზიციური პარტიები აშშ-ს სენატისა და საელჩოს წარმომადგენლებს ხვდებიან

ამერიკის სენატისა და საელჩოს წარმომადგენლებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხვდებიან. შეხვედრა გამართეს პარტია "ნაციონალური მოძრაობის", "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ლელოს" წევრებმა.

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ შეხვედრაზე პოლიტიკური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი განიხილეს.

"ვერ ვასაჯაროვებ ინფორმაციას, თუ ვის შევხვდით და ბუნებრივია ვერც იმას, თუ რაზე ვისაუბრეთ კონკრეტულად. ამ დახურულ შეხვედრაზე ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი გავაცანით, რაც დღის წესრიგში დგას ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ეს ეხება მეორე ტურს, წინასაარჩევნო გარემოს, ვისაუბრეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობაზე", -აღნიშნავს ბოკუჩავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system