თავში

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ფოთის მერობის საერთო კანდიდატად გიგი უგულავა წარადგინა

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ფოთის მერობ
ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ფოთის მერობის საერთო კანდიდატად გიგი უგულავა წარადგინა

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ფოთის მერობის კანდიდატად გიგი უგულავა წარადგინა, ის საზოგადოებას დღეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ წარუდგინა. 

„ბიძინა ივანიშვილიც კი ვერ უარყოფს, რომ თბილისი მნიშვნელოვნად, სასიკეთოდ წინ წასწია და ეჭვი არ მეპარება, იგივეს გააკეთებს ფოთში, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი. მაგრამ მანამდე რეფერენდუმში უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება. გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ ხალხმა. დავივიწყოთ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია. აღარაა ეს პარტიული ბრძოლა, ესაა საზოგადოების ბრძოლა. ჩვენ, როგორც საზოგადოების წევრები ამ ბრძოლაში სხვადასხვა ამპლუით ვართ ჩაბმული“,- განაცხადა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system