თავში

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ. ამით მე-10 მოწვევის პარლამენტისადმი მათი თითქმის 6-თვიანი ბოიკოტი დასრულდა.

პოლიტიკოსების საკანონმდებლო ორგანოში მისვლას, ადგილზე მყოფი აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. ისინი პარლამენტის შენობაში შემსვლელებს შეძახილებით "მონა" აცილებდნენ. 

შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვებიან. 

ისინი ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მიღების საკითხზე კონსულტაციებს მმართველ გუნდთან გამართავენ. ცნობილია, რომ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ გარდა, ყველა ოპოზიციური ძალა იქნება წარმოდგენილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system