თავში

ოპოზიციურმა პარტიებმა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმისთვის შეთანხმება გააფორმეს

ოპოზიციურმა პარტიებმა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმისთვის
ოპოზიციურმა პარტიებმა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმისთვის შეთანხმება გააფორმეს

მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდობის გაზრდის მიზნით, "ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ერთიანმა საქართველომ“ და  „გირჩმა“, შეთანხმება გააფორმეს.

როგორც ოპოზიციურმა პარტიებმა განმარტეს, შეთანხმება გულისხმობს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემაში, არაერთი რეფორმის განხორციელებას.

შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაფორმდა და ის სამი ნაწილისგან შედგება.

„პოლიციის დეცენტრალიზაცია და შს მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილება. თვითმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, სადაც შერიფი იქნება პასუხისმგებელი ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც სცდება მისი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა; პროკურატურა – ნაკლებად მძიმე დანაშაულზე დაზარალებულისთვის უფლების მიცემა აირჩიოს მისი ინტერესების სასამართლოში დამცველი. დაზარალებულის ინტერესის დამცველი კი შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან ადვოკატი, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას, პროკურატურისთვის გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილება და მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დატოვება, ანტიკორუფციული პროკურატურის შექმნა. სუს-ი – სუს-ის დაშლა და მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის გაუქმება, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა,“ - აღნიშნულია შეთანხმების ტექსტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system