თავში

ოპოზიციურმა პარტიებმა სასამართლო რეფორმაზე ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს

ოპოზიციურმა პარტიებმა სასამართლო რეფორმაზე ერთობლივი მემორანდუმი
ოპოზიციურმა პარტიებმა სასამართლო რეფორმაზე ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს

ოპოზიციის წარმომადგენლები იმ რეფორმებზე შეთანხმდნენ, რომლის გატარებასაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სასამართლო სისტემაში გეგმავენ.

რეფორმების კონცეფცია - „სასამართლო სისტემის რეფორმირების პირველი ათი ნაბიჯი“ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა შეიმუშავა.

აღნიშნული დოკუმენტი სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის გეგმის შემუშავებას გულისხმობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესის ცვლილებას, მოსამართლეთა რაოდენობის ზრდას, ასევე ითვალისწინებს ნაფიც მსაჯულთა და არბიტრაჟის როლების გაძლიერებას.

რეფორმების განსახორციელებლად საკონსტიტუციო ცვლილებები არ არის საჭირო, რის გამოც დოკუმენტის განხორციელება მოკლე ვადაშია შესაძლებელი.

"ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე, რადგან ხელს ვაწერთ მართლმსაჯულების რეფორმის გეგმას. რაც მთავარია, პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი უმნიშვნელოვანეს კულტურას აჩვენებენ. ვთანხმდებით, რომ არჩევნებში გამარჯვებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ მართლმსაჯულების რეფორმა. ეს არის დოკუმენტი, რომელსაც არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს ნიშნავს ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია, ეს ყველაფერი ერთ-ორ კვირაში გავაკეთოთ, როგორც კი პარლამენტში შევალთ და როგორც კი ჩამოვაყალიბებთ კოალიციურ მმართველობას. ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანი სასამართლო, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის უფლებებს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system