თავში

ორბელიანების სასახლეში მონტენეგროს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა

ორბელიანების სასახლეში მონტენეგროს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა
ორბელიანების სასახლეში მონტენეგროს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა

ორბელიანების სასახლეში მონტენეგროს პრეზიდენტის, მილო ჯუკანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოსა და მონტენეგროს პრეზიდენტები შეხვედრებზე განხილული საკითხების შესახებ პრესისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ვიზიტის ფარგლებში, მონტენეგროს პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრას გამართავს.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით, მონტენეგროს პრეზიდენტის მილო ჯუკანოვიჩის პატივსაცემად, ორბელიანების სასახლეში, ოფიციალური სადილი გაიმართება.

მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი თბილისს, ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში პირველად, ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system