თავში

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ლევან იზორია გახდა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ლევან იზორია გახდა
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ლევან იზორია გახდა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია, საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და დაზვერვის სამსახურის უფროსს, ლევან იზორიას დაეკისრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა დღეს გაიმართა.

როგორც მთავრობის მეთაურმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ფუნქცია, განსაკუთრებით კოორდინაციის ნაწილში. დღეს ამ ქვეყნის უსაფრთხოება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სხვანაირად ვერ განვავითარებთ ვერც ეკონომიკას, ვერც ტურიზმს, ვერც განათლებას, ვერც კულტურას და საერთოდ, ქვეყნის ხვალინდელ დღეზე მსჯელობა იქნება საკმაოდ პირობითი. ამიტომ, უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სხდომაზე უსაფრთხოების ჭრილში ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს.

ჩვენი უსაფრთხოების ნომერ პირველი გამოწვევა გახლავთ ოკუპაცია. ეს არის ის, რაზეც ჩვენდაჩვენი მოქალაქეები ვფიქრობთ ყოველ დღე. ეს გამოწვევა არის უაღრესად კრიტიკული თითოეული მოქალაქისთვის, განსაკუთრებით, მათთვის, ვინც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ორივე მხარეს ცხოვრობს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად დაასახელა კიბერუსაფრთხოება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system