თავში

ოთარ დანელიამ აბაშაში ახალი ამბულატორიები მოინახულა

ოთარ დანელიამ აბაშაში ახალი ამბულატორიები მოინახულა
ოთარ დანელიამ აბაშაში ახალი ამბულატორიები მოინახულა

„აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, პირველადი ჯანდაცვის სერვისის გასაუმჯობესებლად სამედიცინო ამბულატორიების მშენებლობა უმნიშვნელოვანესია,“- ამის შესახებ მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარმა დეპუტატმა ოთარ დანელიამ განაცხადა. 

როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში საექიმო ამბულატორიები აშენდა. მაცხოვრებლები თანამედროვე სტანდარტების მქონე ამბულატორიით ისარგებლებენ.

„შენობები ტექნიკითა და შშმ პირთათვის განკუთვნილი შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება, შესაძლებელი იქნება თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით განხორციელდეს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება,“- განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც report.ge-ს მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტი აბაშის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 1 000 000 ლარით დაფინანსდა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system