თავში

,,გვექნება დარბაზული მმართველობა" - გია კორკოტაშვილი პოლიტიკაში მიდის

,,გვექნება დარბაზული მმართველობა" - გია კორკოტაშვილი პოლიტიკაში მიდის
,,გვექნება დარბაზული მმართველობა - გია კორკოტაშვილი პოლიტიკაში მიდის

,,ქართული მარშის“ყოფილმა ლიდერმა, გია კორკოტაშვილმა პარტია „ქართული მისია“ შექმნა.

კორკოტაშვილი დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისი პარტია ფრაქციას შექმნის და აქტიურ კანონშემოქმედებით საქმიანობაში ჩაერთვება.

„ფორმირების პროცესში ვართ. პარლამენტი როგორც კი იტყვის, რომ ბარიერი გაუქმებულია და ე.წ ნულოვანი ბარიერია ამოქმედებული, მაშინვე გამოვჩნდებით. ჩვენს პარტიას „ქართული მისია“ ჰქვია, სადაც არ იქნებიან ე.წ ფეისები. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ცნობად ადამიანებს იმათ ვეძახით, რომლებიც წლებია პოლიტიკაში არიან, თუმცა არაფერს აკეთებენ და გარეწრების სახელით ვიცნობთ. ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ერთი კაცი არ იქნება მმართველი, ეს იქნება დარბაზული მმართველობა. ჩვენთან იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც პოპულარულები არიან თავიან საქმეში. 14-15 ათას ხმას თუ ვერ ავიღებთ, დავიხურავ ქუდს და საერთოდ წავალ პოლიტიკიდან. მგონია, რომ 4-5 კაცი უპრობლემოდ შევალთ პარლამენტში. დაფინანსებაც რაც შეეხება, თბილისში დავიბადე და გავიზარდე, ბევრი გულშემატკივარი და მეგობარი გვყავს, რომელსაც სურს ჭეშმარიტად ქართული პარტიის დაფინანსება,“- განაცხადა გია კორკოტაშვილმა.

2020 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system