თავში

დღეს ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართება
დღეს ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართება

ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები დღეს ქუთაისში საპროტესტო აქციას გამართავენ.

მათი მოთხოვნა უცვლელია - ჩატარდეს ვადამდელი პროპორციული არჩევნები, დაინიშნოს დროებითი მთავრობა და ცესკო ხელახლა დაკომპლექტდეს.

"ვერ გაგვაჩერებთ" - ამ ლოზუნგით ქუთაისში საპროტესტო მსვლელობაც მოეწყობა.

„ჩვენ გავაგრძელებთ ყველა იმ პროცესს, რასაც მივმართავდით თბილისში. ქუთაისში, რუსთაველის ქუჩის გავლით გვექნება მსვლელობა, რომელიც დასრულდება იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან. როცა ხელისუფლება ჯიუტად ამბობს უარს დათანხმდეს რამეს, ამ დროს საჭიროა ვიღაც მესამე, რომელიც შედარებით უფრო ნეიტრალურია, რომელიც შეიძლება გამოდგეს არბიტრად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და ასეთი პროცედურად ყველაზე ხელმისაწვდომი არის ოდირი. მე ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველი, როგორც კი მიიღებს ამ კანონპროექტს, გადააგზავნის და რაც შეიძლება მალე მივიღებთ პასუხს, მაგრამ ეს „მალე“ არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე. თუ ხელისუფლებას უნდა ორივე სისტემის შენარჩუნება, „გერმანულ მოდელში“ შენარჩუნებულია ორივე და ასეთ შემთხვევაში რატომ არ არიან თუნდაც საკონსტიტუციო ცვლილებაზე თანახმა?! უბრალოდ ხელისუფლებას არანაირი ცვლილება არ უნდა“, - განაცხადა ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ. 

აქცია 14:00 საათზე დაიწყება. 

ოპოზიცია საპროტესტო ტალღის გაგრძელებას ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გეგმავს და თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system