თავში

"ოცნებიდან" წასულ დეპუტატებს, საარჩევნო სისტემის საკითხზე მოლაპარაკებებში ჩართვა სურთ 

"ოცნებიდან" წასულ დეპუტატებს, საარჩევნო სისტემის საკითხზე მოლაპარაკებებში ჩართვა სურთ 
ოცნებიდან წასულ დეპუტატებს, საარჩევნო სისტემის საკითხზე მოლაპარაკებებში ჩართვა სურთ 

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების ფორმატში ჩართვის სურვილი გამოთქვა.

„ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ მიესალმება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელობით გამართულ მოლაპარაკების ფორმატს. რამდენადაც აღნიშნული ფორმატი არის ორმხრივი, ის მოიცავს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს და მასში ჩართულია ყველა საპარლამენტო ფრაქცია, „დამოუკიდებელი დეპუტატები“ მივმართავთ ევროკავშირის წარმომადგენლობას თხოვნით, გაითვალისწინოს შემდგომ რაუნდებში ჩვენი ჩართულობის შესაძლებლობა“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system