თავში

პარლამენტი "გირჩის სამეფო" იქნება - მეგრელიშვილი

პარლამენტი "გირჩის სამეფო" იქნება - მეგრელიშვილი
პარლამენტი გირჩის სამეფო იქნება - მეგრელიშვილი

ოპოზიცია მიდის რეგიონში, ჩვენ ამის რესურსი არ გვაქვს, არც სურვილი რეგიონებში სიარულის, - ამის შესახებ  "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მეგრელიშვილის თქმით, "გირჩი" საარჩევნოდ საპარლამენტო ოფისს გამოიყენებს, რომელიც მომავალშიც "გირჩის სამეფო" იქნება. 

"ფაქტობრივად, ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, ეს არის ჩვენი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ფორმა. ორი ოფისი გვაქვს ერთი აქ, მეორეს ასეულ მეტრში. ოპოზიცია მიდის რეგიონში, ჩვენ ამის რესურსი არ გვაქვს, არც სურვილი რეგიონებში სიარულის. ჩვენ ამ საპარლამენტო ოფისს გამოვიყენებთ მომავალში, ეს იქნება ადგილობრივი თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, როგორც ჩვენს პლაცდარმს. სამეფო იქნება აქ, "გირჩის სამეფო", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, პოლიტიკური პარტია "გირჩის" ლიდერები დღეს, პარლამენტში მივიდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system