თავში

პარლამენტი პირბადეების ტარების წესზე ცვლილებებს კენჭს უყრის

პარლამენტი პირბადეების ტარების წესზე ცვლილებებს კენჭს უყრის
პარლამენტი პირბადეების ტარების წესზე ცვლილებებს კენჭს უყრის

პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით კენჭს უყრის. 

კანონპროექტის მიხედვით, პანდემიის ან ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას – 500 ლარით.

ამასთან, ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით. ასევე, 20-ლარიანი ჯარიმა არის გათვალისწინებული ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევაზე.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტით დაკონკრეტდა, რომ პირბადის ტარების წესს, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დაადგენს საქართველოს მთავრობა ან მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system