თავში

პარლამენტი რიგგარეშე სხდომებს 4-5 იანვარს გამართავს

პარლამენტი რიგგარეშე სხდომებს 4-5 იანვარს გამართავს
პარლამენტი რიგგარეშე სხდომებს 4-5 იანვარს გამართავს

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომები 4-5 იანვარს გაიმართება. საკანონმდებლო ორგანო "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს. ინიციატივას  იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ და სავარაუდოდ, იმავე დღეს სესიაზე გავა.

პროექტის მიხედვით, ამნისტია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე გავრცელდება. ამასთან, დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის ნასამართლობის არმქონეა; თუ დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე ან თუ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანი აანაზღაურა.

პარლამენტი ასევე განიხილავს „საგადასახდო კოდექსში“ მომზადებულ ცვლილებებს, რაც პანდემიის პირობებში შეღავათების დაწესებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system