თავში

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვებს ასრულებს 

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვებს ასრულებს 
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვებს ასრულებს 

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს თვის ბოლომდე უყრის. ამის შესახებ განცხადება ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. მისი თქმით ხვალ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე საჯარო განხილვა გაიმართება.

„ეს იქნება მეორე საჯარო განხილვა და ამის შემდეგ, უკვე 18 ივნისს იწურება ერთ თვიანი ვადა, რაც გამოყოფილია საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვისთვის. პრაქტიკულად 18 ივნისიდან პარლამენტი უკვე გადადის ამ ცვლილებების განხილვის პროცესში, რაც ნიშნავს, რომ ივნისშივე ჩვენ შევძლებთ ცვლილებების კენჭისყრას და შეთანხმებული საარჩევნო სისტემის მიღებას უკვე საკანონმდებლო დონეზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system