თავში

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი გამოჩნდა - ინფორმაცია ახლდება

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი გამოჩნდა
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი გამოჩნდა  - ინფორმაცია ახლდება

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მხრიდან, სპეცრაზმი გამოჩნდა. როგორც report.ge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ისინი ადგილზე ყვითელი ავტობუსებით მიიყვანეს, რომლებიც პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზეა გაჩერებული.

აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დრომდე ბლოკირებულია საკანონმდებლო ორგანოს სამივე შესასვლელი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

შეგახსენებთ, პარლამენტის შესასვლელები პიკეტირებულია და აქციის მონაწილეები დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას დილიდან არ აძლევენ. პარლამენტში დღეს 12:00 საათზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა, ხოლო 15:00 საათზე ბიუროს სხდომა იყო ჩანიშნული. კომიტეტზე დასასწრებად მისული დეპუტატები, რევაზ არველაძე, მერაბ ქვარაია და გია ჟორჟოლიანი საპრეტოსეტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს.

როგორც პარლამენტის წინ, ასევე შენობის ყველა შესასვლელთან, აქციის მონაწილეებს კარვები აქვთ გაშლილი. ორგანიზატორების თქმით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. კერძოდ, აქციის მონაწილეების მოთხოვნაა ვადამდელი არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით, მთავრობის გადადგომა, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და 20 ივნისს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system