თავში

პარლამენტის სამ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა

პარლამენტის სამ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა
პარლამენტის სამ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა

პარლამენტის სამ დეპუტატს - ირაკლი სესიაშვილს, მარიამ ქვრივიშვილსა და სალომე მუჯირს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.

პარლამენტმა გადაწყვეტილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ირაკლი სესიაშვილმა და მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლეს. კერძოდ, ირაკლი სესიაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მოადგილედ დაინიშნა. 

სალომე მუჯირი კი „გირჩის“ საარჩევნო სიით გასული პარლამენტის წევრი იყო. „გირჩმა“ ცესკოში რეგისტრირებული საარჩევნო სია ჩახსნა, ხოლო პარლამენტის მოქმედმა წევრმა სალომე მუჯირმა უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება დაწერა იმ მიზნით, რომ პარლამენტის წევრი „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი გახდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system